
2024 წლის 26-27 სექტემბერს ქუთაისი უმასპინძლებს XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები.
წლევანდელი თემაა „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“.
სიმპოზიუმი ტარდება ქუთაისის – იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის პროგრამის ფარგლებში.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები:
- კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
- თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
- ქალაქ ქუთაისის მერია
თანამონაწილე ორგანიზაციები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:
- მსოფლიო ლიტერატურა და ნაციონალური ლიტერატურები;
- ნაციონალური ლიტერატურა და რეგიონული ლიტერატურები;
- ეთნიკური უმცირესობების მწერლობა. ლოკალური და გლობალური გამოწვევები;
- თარგმანი როგორც ინტერკულტურული კომუნიკაციის ფორმა;
- პატარა ქვეყნების საგამომცემლო პოლიტიკა ლიტერატურის სფეროში;
- ლიტერატურა, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრია;
- ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს მრგვალი მაგიდის სექციები:
ქუთაისი – ქართული მოდერნიზმის სამშობლო;
ქუთაისელი მწერლები მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (პროზა, პოეზია, დრამატურგია და სხვ).