14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, ქუთაისის იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებულებთან ერთად, მადლობის სიგელი გადაეცა ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნინო თურქიას, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ასომთავრულით გადაწერა.
კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის 100-ზე მეტი კალიგრაფისტი ქუთაისიდან.
კალიგრაფიის კონკურსი

14
Apr