სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმის კულტურის სესია ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა

20-21 ივნისს იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო ფორუმის კულტურის სესიაზე სახელწოდებით „ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა“.

დაარსების დღიდან, 2019 წლიდან, ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი (KIF) ჩამოყალიბდა საშუალო და მცირე ზომის ქალაქების (StMSCs) მდგრადი განვითარებისათვის დინამიურ პლატფორმად. ფორუმი დაარსდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის, ევროკავშირისა და USAID-ის ერთობლივი ინიციატივით.

წლების მანძილზე KIF-მა მოიპოვა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისგან (NALAG).

არც ისე დიდი ხნის წინ ქუთაისი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქად იქნა აღიარებული, რამაც განაპირობა KIF2024-ის დღის წესრიგში განსაკუთრებული აქცენტი მომხდარიყო კულტურის სფეროზე და მის როლზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.

გამომსვლელთა შორის იყვნენ კჟარტან მარ ომარსონი – რეიკიავიკის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ლიტერატურის ქალაქის დირექტორი, დამიან ზორკი – ლუბლიანას იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის კოორდინატორი, ელჟბიეტა ფოლტინიაკი – კრაკოვის ლიტერატურის ქალაქის ხელმძღვანელი და კრისტა იჯასარი – ესტონეთის ლიტერატურული საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი ტარტუდან. გამომსვლელებმა წარადგინეს პრეზენტაციები მათი ქალაქების კულტურის პოლიტიკასა და მიმდინარე პროექტებზე. სესიას ხელმძღვანელობდა  და მოდერაციას უწევდა ჰანნაჰ ტრივარტენი, ნოტინჰემის ლიტერატურის დირექტორი.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და იუნესკოს ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისსა და ლიტერატურის სხვა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

#UNESCO #creativecities #CitiesofLiterature #kutaisi