სიახლეები

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის XVII ყოველწლიურ კონფერენცია

23–24 ივნისს, იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქმა Enghien-les-Bains-მა უმასპინძლა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის XVII ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე „კულტურა და ხელოვნური ინტელექტი: იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მომავლის ფორმირება“.

200-მდე წევრი ქალაქის 500-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა, რათა გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკა და განეხილათ ინოვაციური პარტნიორობეის შესაძლებლობები UCCN ქსელის ფარგლებში.

კონფერენციის თემატური სესიებზე ყურადღება გამახვილდა პროგრესულ პოლიტიკასა და ინიციატივებზე, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციულ პოტენციალს, რათა გააძლიერონ კულტურისა და შემოქმედებითობის როლი მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობაში.

კონფერენციაში მონაწილეობდა ქუთაისი – იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის დელეგაცია. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ელეონორა გოგოლაშვილმა შეხვედრები გამართა იუნესკოს ენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონე ართან და ენგიენ-ლე-ბენის მერთან ფილიპ სიურერთან.