სიახლეები

ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალი

24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი უმასპინძლებს საჯარო ხელოვნების ფესტივალს. ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის შექმნის იდეა, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელიც 2022 – 2023 წლებში მომზადდა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია შემოქმედებითი პროცესების განვითრებას, რომელიც ფუნდამენტს შექმნის სამომავლოდ რეგიონში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების მხრივ. ფესტივალის ზოგადი ხედვა დინამიკური კულტურული ეკოსისტემის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რომლიც გაზრდის თანამედროვე კულტურულ პროცესებზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას და დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის ჰარმონიული, მდგრადი ურბანული, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფესტივალის წლევანდელი, პირველი გამოშვება სხვადასხვა შემოქმედებით დარგებს მოიცავს: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალურ და თანამედროვე ქორეოგრაფიის წარმოდგენებსა, ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამასათან ერთად, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბაით სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება წამოდგენილი 11 დღის განმვალობაში. ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენას, ვინაიდან 2023 წელს ქუთაისი შეუერთდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით.

საჯარო ხელოვნების ფესტივალს ქ. ქუთაისის მერიასთან ერთად ახორციელებენ ორგანიზაციები „პლატფორმა ცვლილებებისათვის“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში.