ქუთაისი არაერთი გამოჩენილი ხელოვანის მშობლიური ქალაქია, მათ შორის იყო ცნობილი მწერალი, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე. მისი მრავალმხრივი შემოქმედების ცენტრი ქუთაისი და ქალაქის გამორჩეული კოლორიტია, ხოლო მხატვრული პერსონაჟების სახელები და გვარები კი ხშირად ქუთაისური საზოგადოების რეალური წარმომადგენლები არიან.
2024 წლის 7 იანვარს, ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში გაიხსნა ცნობილი ხელოვანის ხელით შექმნილი წყარო, რომლის მოპირკეთებული ფილები მწერალმა თავად შექმნა სიცოცხლეში. განთავსების ადგილი რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებში აღწერილი ქუთაისის ძველი უბნების მიხედვით შეირჩა.