სიახლეები

ქუთაისში გამოფენა – ,,ქართული წიგნის ილუსტრაცია“ მოეწყო

ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა – „ ქართული წიგნის ილუსტრაცია“ მოეწყო.
ფესტივალის მონაწილეებმა და სტუმრებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციებში დაცული ქართული წიგნის გრაფიკული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები დაათვალიერეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ილუსტრაციები.