ქუთაისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

ქუთაისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“

28-30 ნოემბერი, 2025

ქუთაისი  – იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ინიციატივების ფარგლებში, ფესტივალი ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურულ დიალოგს. ფესტივალი მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, მწერლებს, მთარგმნელებს და ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს.ფესტივალის პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, წიგნის პრეზენტაციებს, შემოქმედებით ვორქშოფებს და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებს.

ძირითადი პროგრამა:

პანელი I
„ქუთაისი: მითი, ისტორია, ლიტერატურა“ განიხილავს ქუთაისის ლიტერატურულ იმიჯს ისტორიული განვითარების კონტექსტში – ანტიკური მითოლოგიიდან დაწყებული, ცისფერყანწელების ეპოქით გაგრძელებული და ევროპელი მოგზაურების ნაწარმოებებში ასახული ქალაქის სახით დასრულებული.

პანელი II
„თარგმანი, როგორც კულტურათა დიალოგი“ ეძღვნება თარგმანის როლს ლიტერატურული კულტურების ურთიერთგაცნობასა და გაღრმავების საქმეში. განიხილება თარგმანი როგორც კულტურული მედიაცია, ქართული ლიტერატურის თარგმნითი რეცეფცია და დიდი ქართველი მთარგმნელების მემკვიდრეობა.

პანელი III
„ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები“ მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის ადგილის განსაზღვრას მსოფლიო ლიტერატურულ კონტექსტში. განიხილება შექსპირი ქართულ სცენაზე, უორდროპების როლი, გლობალიზაციის გამოწვევები და ქართველი ქალი-მწერლების შემოქმედება.

პანელი IV
„ლიტერატურული ტექსტი ინტერმედიალურ ჭრილში“ ლიტერატურის ურთიერთქმედებას იკვლევს ხელოვნების სხვადასხვა ფორმებთან – ვიზუალურ ხელოვნებასთან, კინოსთან, მუსიკასთან და თეატრთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერმედიალურობის თეორიასა და პრაქტიკას.

პანელი V
„XXI საუკუნის ლიტერატურული წახნაგები“ ფოკუსირებულია თანამედროვე ლიტერატურულ ინოვაციებსა და ტრენდებზე. განიხილება ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ლიტერატურაზე, ქართული პოეზიის ახალი ძიებანი, პოსტმოდერნისტული ტენდენციები და გლობალური vs ლოკალური ნარატივების ურთიერთმიმართება.

პარალელური პროგრამა:
აკადემიური პროგრამის პარალელურად ფესტივალი მოიცავს სამუშაო ჯგუფებს განათლების, ინოვაციების, ციფრული პლატფორმების, თარგმანისა და ლიტერატურული ტურიზმის თემებზე.

კულტურული პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს გამოფენებს „ქართული ილუსტრაცია“, „შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები“, ლიტერატურულ ტურს ბაგრატის მონასტერა და ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ლიტერატურულ კითხვასა და დისკუსიას მკითხველებთან, ღია ლიტერატურულ ვორქშოფს “ქალაქის ლიტერატურული პორტრეტი” და მუსიკალურ პერფორმანსებს.

ფესტივალი დასრულდება ქუთაისის ლიტერატურული დეკლარაციის მიღებით, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის როლს ლიტერატურული განვითარების კუთხით. აკადემიური სესიები უფასოა, თუმცა საჭიროებს რეგისტრაციას, ხოლო კულტურული ღონისძიებები ღიაა ყველა მსურველისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ფესტივალის კურატორი ბაია კოღუაშვილი
ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი
ელ-ფოსტა: literaryfestival@kutaisi.gov.ge

mail
ელ.ფოსტა

creativecitykutaisi@kutaisi.gov.ge