2025 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ესპანეთის მთავრობის ორგანიზებით ქ. ბარსელონაში გაიმართა იუნესკოს საერთაშორისო კონფერენცია კულტურის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ „MONDIACULT 2025“.
კონფერენციას ოფიციალური მიწვევით ესწრებოდა ქუთაისის იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი.
პანელური დისკუსიები ექვსი ძირითადი თემის ირგვლივ წარიმართა. პანელურ ფორმატში გამომსვლელებმა განიხილეს კულტურაზე ხელმისაწვდომობის უფლებები, ციფრული ტექნოლოგიები, კულტურა და განათლება, კულტურის ეკონომიკა, კულტურა და კლიმატის ცვლილების კონტექსტში და კულტურული მემკვიდრეობა მწვავე კრიზისების ფონზე.
კონფერენციის ძირითადი ორი ფოკუს სფერო იყო: კულტურა მშვიდობისათვის და ხელოვნური ინტელექტი.
კონფერენციაში იუნესკოს წევრი 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
