25 და 26 სექტემბერს ქუთაისმა უმასპინძლა XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“, რომელიც იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ინიციატივების ფარგლებში ჩატარდა.
სიმპოზიუმი გახსნა და ქართული სიმბოლიზმის ფორმირების პროცესში ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებულ ფუნქციაზე ისაუბრა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა.
საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე სტროევი და კომპარატივისტული ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი პროფესორი ლუჩია ბოლდრინი.
პლენარული მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე წარდგენენ:
თსუ პროფესორი ირმა რატიანი, მოხსენებით – ქართული სიმბოლისზმის სათავეებთან;
თსუ ასოცირებული პროფესორი გაგა ლომიძე, მოხსენებით – ქართული მოდერნიზმის პოეტიკა და პოლიტიკა;
სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ სტროევი – მანქანების როლის ზრდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაში.
სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „ქართული სიმბოლიზმის დაბადება“ ფილმის ჩვენება, ამავე დროს ჩატარდა ორი ღონისძიება:
– ქართველი სიმბოლისტების სწავლება სკოლაში (მოდერატორი – ნათია ფურცელაძე);
– ქუთაისელ მწერლებთან შეხვედრა: გამოწვევები და პერსპექტივები (მოდერატორები: ელგუჯა თავბერიძე, როსტომ ჩხეიძე).
სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანაორგანიზატორები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
XVII საერთაშორისო სიმპოზიუმი „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“
06
Nov