ქუთაისი UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქის ინიციატივების ფარგლებში 21 ოქტომბერს, მოეწყო კრებულის „ქუთაისი და იმერეთი XIX საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში” პრეზენტაცია, რომლის ავტორია ფილოსოფიის დოქტორი, გერმანისტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი თამაზ გვენეტაძე.
წიგნში შესულია იოჰან გულდენშტედტის, იულიუს ფონ კლაპროთის, ჟაკ ფრანსუა გამბას, ედუარდ ფონ აიხვალდის, მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, კარლ ჰაინრიხ კოხის, მორიც ვაგნერის, ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის, ალექსანდრე დიუმას, კარლ ფონ ჰანის, ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების, კარლა სერენას, ჟოზეფ დე ბაის და სხვათა ჩანაწერების თარგმანები.
ქუთაისი და იმერეთი XIX საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში
06
Nov