სიახლეები

ქუთაისს ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტი გადაეცა

ქუთაისს ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტი გადაეცა

ქუთაისმა ევროკავშირის პროექტის EU4Culture, 30 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო პროექტისათვის „საჯარო ხელოვნების ფესტივალი“, რომელიც ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის გაძლიერებას და მრავალფეროვანი კულტურული გარემოს პოპულარიზაცის ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ინსტალაციები, პერფორმანსები, რეზიდენციები, სახელოვნებო შეხვედრები და საგანმანათლებლო აქტივობები.

საქრთველოში პირველი საჯარო ხელოვნების ფესტივალის კონცეფცია ლიტერატურის თემატიკაზეა აგებული და ქუთაისის იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ღონისძიებების ფორმატში გაიმართება. საჯარო ხელოვნების ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციები ქ. ქუთაისის მერიასთან ერთად არიან „პლატფორმა ცვლილებებისათვის“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია“.

EU4Culture პროექტის გრანტი მიზნად ისახავს 2022 წელს შემუშავებული კულტურის განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.