21 მარტს ქუთაისმა პოეზიის საერთაშორისო დღე ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებით აღნიშნა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში მოეწყო პოეტი ქალბატონების მარიამ მინდელის, მარიამ მებუკეს, ჟანეტა მორჩაძისა და მარინა სადღობელაშვილის შემოქმედებისა და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსების საჯარო კითხვა.
პოეზიის საერთაშორისო დღე 1999 წელს UNESCOს მიერ იქნა დაწესებული და მას მერე აღნიშნულ თარიღს ბევრი ქვეყანა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს.